კონფიდენციალობა

მოსწავლის მონაცემები

მოსწავლის მონაცემებში იგულისხმება ნებისმიერი პირადი მონაცემები მოსწავლეზე, მაგალითად მისი ტელეფონის ნომერი, პირადი ელექტრონული მისამართები და სხვა. მასწავლებელი ვალდებულია არ გასცეს მოსწავლეების პირადი მონაცემები მესამე პირებზე, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა


მასწავლებლის მონაცემები

მასწავლებლის მონაცემებში იგულისხმება მასწავლებელზე არსებული ყველანაირი პირადი ინფორმაცია, მაგალითად - ზუსტი მისამართი, პირადი ელ. ფოსტა ან სხვა. მოსწავლე ვალდებულია არ გასცეს მასწავლებლის პირადი მონაცემები გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას უნდა ვინმეს (ახლობელს, მეგობარს, ნაცნობს ან სხვა) ურჩიოს კურსის გავლა. ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია მესამე პირს მისცეს მასწავლებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კურსის Facebook გვერდის ვებ მისამართი ან სხვა სახის საკონტაქტო ინფორმაცია


ზემოთაღნიშნულ წესებს ადგენს ფიზიკური პირი ლუკა პატარაია (grafikulidizaini.com-ის ლექტორი და მფლობელი) და მათი შეცვლა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს მის მიერ. მოსწავლეც და მასწავლებელიც უნდა ეთანხმებოდნენ წესებს სერვისით სარგებლობის შემთხვევაში