ვინ არის კურსის ლექტორი?
ამ სტატიაში კურსის ლექტორი გაგეცნობათ, მოგიყვებათ თუ რას საქმიანობს, გაგაცნობთ თავის გამოცდილებას და ახსნის თუ რატომ გადაწყვიტა კურსის გაკეთება
კომპიუტერული ანიმაცია დღეს დღეობით ერთ-ერთი საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა სადაც ანაზღაურებებიც მაღალია. თვითონ როგორც პროფესია, საკმაოდ საინტერესოა და მოითხოვს სხვადასხვა უნარს ერთდროულად ანიმაციის შემქმნელისგან, კერძოდ, საჭიროა პერსონაჟების აგების ცოდნა და ანიმაციის პრინციპების ცოდნა, ასევე უნდა შეიქმნას ან მოიძებნოს მუსიკა ანიმაციისთვის, ხმის ეფექტების ჩაწერა ან შექმნა და სხვა.
პირველი ნაბიჯი ანიმაციის შექმნისას არის პერსონაჟების ან ობიექტების შექმნა, რაც უნდა გამოჩნდეს ანიმაციაში. სწორედ აქ გეხმარებათ გრაფიკული დიზაინის ცოდნა - თქვენ შეძლებთ გრაფიკული პროგრამებით შექმნათ პერსონაჟები ან ობიექტები, შემდეგ კი ანიმაციის პროგრამებით გაუკეთოთ ანიმირება ამ პერსონაჟებსა თუ ობიექტებს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამა ანიმაციისთვის პერსონაჟების ან ობიექტების შესაქმნელად არის Adobe Illustrator-ი. ამ კურსში სწორედ ამ პროგრამას ვსწავლობთ. შემდეგ უკვე ანიმაციას როგორც წესი პროგრამა Adobe After Effects-ში აკეთებენ.