ვინ არის
კურსის ლექტორი?

ვინ არის კურსის ლექტორი

კურსის ლექტორი არის ლუკა პატარაია. ლუკას უმუშავია არაერთ მსხვილ, პრესტიჟულ კომპანიაში, მათ შორის, ეროვნულ ბანკში, ინსტაში და სხვა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის სფეროში, ასევე შეუძლია დაგეხმაროთ სამსახურის მოძიებაზეც რადგან ამ მიმართულებითაც აქვს დიდი გამოცდილება - ყოფილა ბევრ გასაუბრებაზე და იცის თუ რა მუშაობს იმისათვის რომ გაიმარჯვოთ კონკურენციაში და პოტენციურმა დამსაქმებლებმა სწორედ თქვენ შეგარჩიონ.

ლუკა აგრეთვე არის ლექტორი თბილისში ორ პრესტიჟულ უნივერსიტეტში - კავკასიის უნივერსიტეტში და ქართულ-ამერიკულ (GAU) უნივერსიტეტში. კონკრეტულად ეს კურსი მას წლებია აქვს, მოსწავლეები ყოლია და ყავს როგორც ადგილზე ასევე დისტანციურად (მათ შორის საზღვარგარეთიდან).

კურსში იგი სრულად დაგანახებთ ამ სფეროს ასპექტებს, მოიყვანს სხვადასხვა საინტერესო მაგალითებს, გაჩვენებთ არაერთ საინტერესო საიტს და სხვა. ეს კურსი რადიკალურად სხვაა ისეთი კურსისგან რომელიც მხოლოდ პროგრამებს გასწავლით - ამ კურსში ასევე განხილულია მრავალი საინტერესო რეალური მაგალითი, თეორიული პრინციპები, საინტერესო მასალები, პროგრამები და სხვა.

სასწავლო კურსის არსებობის განმავლობაში, კურსი გაუვლიათ როგორც კერძო პირებს, ასევე ყოფილან ორგანიზაციებიდანაც, როგორც კერძო ასევე საჯარო ორგანიზაციებიდან. ლუკას ქონია შეხება არაერთ ცნობილ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციასთან და მზადაა ახალი მოსწავლეების მისაღებადაც თუ ორგანიზაციას დასჭირდა თავისი თანამშრომლებისთვის ეს კურსი, თუმცა აღსანიშნავია რომ ძირითადად კურსს გადიან კერძო პირები, მოსწავლეთა ასაკი განსაზღვრულია 13 წლიდან. წლების განმავლობაში ყოფილან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები 13 წლიდან ზევით, 50+ წლის ხალხიც მათ შორის, ხშირად უფრო 18-40 წლამდე არიან ხოლმე თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის 13 წლიდან ღიაა კურსი და ასაკი არ ნიშნავს იმას რომ ვინმე უკეთ აითვისებს - ეს უკვე ინდივიდუალური ფაქტორია და გააჩნია უშუალოდ მოსწავლეს

გარდა სწავლებისა, პროფესიული საქმიანობის მიღმა ლუკა მუშაობს არაერთ საინტერესო სტარტაპზე და პროექტზე რომლებიც საქართველოს ბაზარზე სიახლე იქნება; თავისუფალ დროს მისი ჰობია მოგზაურობა, კითხვა, მუსიკა, არის მოყვარული ფოტოგრაფი და აქვს კერძო ფოტოსესიებიც... აგრეთვე აქვს საინტერესო იდეები და გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. მისი პირადი Facebook-ის და Instagram-ის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულებზე - ლუკას პირადი Facebook-ი, ლუკას პირადი Instagram-ი. კურსით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მისწეროთ პირად შეტყობინებაში ან მოიწეროთ კურსის სოციალურ მედია გვერდებზე, ან დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ნომერზე

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე