შესაძლებელია გრაფიკული
დიზაინის სწავლა
YOUTUBE-ით?

გრაფიკული დიზაინის YouTube-ით სწავლა

დამწყებებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე, შესაძლებელია გრაფიკული დიზაინის YouTube-დან სწავლა? პასუხი არის, ძირითადად - არა (რა თქმა უნდა ზოგი ამასაც შეძლებს სავარაუდოდ), მაგრამ მაინც შეიძლება დიდი სარგებლის მიღება YouTube-დანაც.

მოდით ავხსნათ თუ რატომ არ არის რეკომენდირებული და მეტიც, ხშირ შემთხვევაში დროის ხარჯვა რატომ შეიძლება გამოვიდეს YouTube-დან გრაფიკული დიზაინის სწავლა. პირველ რიგში, YouTube-ზე უფრო მოყვარულები დებენ ვიდეოებს სპეციფიურად რაიმე მეთოდზე ან პროგრამის რომელიმე ფუნქციაზე, ასე სწავლა კი ძალიან რთული თუ არა შეუძლებელიც არის რადგან თანმიმდევრულად არ არის ვიდეოები მაყურებელს უჭირს დეტალების გაგება რადგან ზოგჯერ საჭიროა უფრო უკან დაბრუნდე და ის დეტალები გაიგო რაც უფრო სხვა ცნებას ახსნის... გარდა ამისა ხშირად უბრალოდ პატარა მონაკვეთს წააწყდებით და შემდეგ გამოვა შეტყობინება რომ სრული ვერსიის კურსი უნდა შეიძინოთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მოინდომებთ გრაფიკული დიზაინის YouTube-დან სწავლას, დახარჯავთ ბევრად მეტ დროს და ენერგიას ვიდრე იმ შემთხვევაში როცა გაივლით კურსს გამოცდილ პირთან. თავად როცა დაიწყებთ სწავლას ინფორმაცია არეულადაა მოცემული და ასევე არავინ ცდილობს უფასოდ დადოს YouTube-ზე ეს ინფორმაცია, თუ დევს, ისიც იმიტომ, რომ ნახვები მოიპოვონ და მერე დაგაინტერესონ საკუთარი ფასიანი კურსით

ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას, ბევრად ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე ამ კურსის გავლა, სადაც საფუძვლებიდან მივყვებით სულ ნულიდან, რომ ყველაფერი საწყისიდან ნათელი იყოს და გასაგები, შევისწავლით გრაფიკულ დიზაინს და არა მხოლოდ, გაჩვენებთ მრავალ საინტერესო მაგალითს, მასალას, საიტს... დაგეხმარებათ დასაქმებაშიც თუ მოისურვებთ

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე