ვინ არის კურსის ლექტორი?
ამ სტატიაში კურსის ლექტორი გაგეცნობათ, მოგიყვებათ თუ რას საქმიანობს, გაგაცნობთ თავის გამოცდილებას და ახსნის თუ რატომ გადაწყვიტა კურსის გაკეთება
ამ გვერდზე მოცემულია ხშირად დასმული კითხვები, რაც დაინტერესებულ პირებს უჩნდებათ ხოლმე. თუ რამე დამატებით დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ნომერზე ან შეავსოთ საიტის ქვემოთ მოცემული ფორმა და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ
კურსის განმავლობაში შევისწავლით ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად პროგრამებს დიზაინის სფეროში: Adobe Illustrator-სა და Adobe Photoshop-ს. ასევე, შევისწავლით ზოგადად დიზაინის საფუძვლებს, ფერთა თეორიას და მრავალ საინტერესო და საჭირო ცნებას და სხვადასხვა ნიუანსებს რაც გამოგადგებათ სამუშაო პროცესში. ასევე შევქმნით პორტფოლიოს, რაც გადამწყვეტია თქვენი კარიერისთვის. გავეცნობით შემოსავლის მიღების სხვადასხვა წყაროებს ამ სფეროში
შეძლებთ შექმნათ ნებისმიერი სახის დიზაინი თქვენი საჭიროებისთვის ან შეძლებთ იმუშაოთ ნებისმიერ კომპანიაში ლოკალურად ან ფრილანსერად. კერძოდ, შეძლებთ შექმნათ ნებისმიერი სახის ლოგო, ფლაერი, ილუსტრაცია, წიგნის ყდის დიზაინი ან სხვა ნებისმიერი სახის გრაფიკა. ლექტორს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში დასაქმების პრინციპებზე და გაგიზიარებთ არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, დაგეხმარებათ საუკეთესო CV-ს გაკეთებაში და გასწავლით თუ როგორ გააკეთოთ პროფესიონალური პორტფოლიო
გაკვეთილებს ატარებს გრაფიკული დიზაინერი, ლექტორი და მწერალი ლუკა პატარაია. ლუკას უმუშავია არაერთ პრესტიჟულ, მსხვილ კომპანიაში, როგორიც არის ეროვნული ბანკი, ინსტა, იმედი და სხვა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. გარდა ამისა, აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებაც და წლების განმავლობაში ყოლია არაერთი მოსწავლე როგორც დისტანციურად, ასევე ლოკალურად
თუ ადგილზე გადაწყვეტთ კურსის გავლას, უშუალოდ ლექტორთან, გაკვეთილები ტარდება გრიბოედოვის ქუჩა N18-ში (სამხატვრო აკადემიის გვერდით) არსებულ მყუდრო და კომფორტულ გარემოში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კურსი დისტანციურადაც გაიაროთ (თუ მაგალითად საზღვარგარეთ ხართ, შორს ცხოვრობთ ან უბრალოდ გინდათ გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება). დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში ლექტორი დაგიკავშირდებათ პროგრამით Google Meet ან Skype და მოხდება ლექტორის კომპიუტერის ეკრანის გაზიარება; ამ მეთოდით შეძლებთ კურსის გავლას
1 გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი. გრაფიკი შეთანხმებადია იმისდა მიხედვით თუ როდის გეცლებათ და აირჩევთ კურსის გავლას. ძირითადად კვირაში ორჯერ ან სამჯერ ირჩევენ. თუმცა შეიძლება უფრო ნაკლები სიხშირითაც, მოსწავლის სურვილიდან გამომდინარე. გაკვეთილების ჩატარების დროც შეთანხმებადია, დღის 2 საათის შემდეგ საღამოს 9 საათამდე არის შესაძლებელი არჩევა
კურსი შედგება 15 გაკვეთილისგან და მისი ფასი ერთი მოსწავლისთვის 3 კაციან ჯგუფში არის 600 ლარი. გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად, კურსის ხანგრძლივობის - 2 თვის განმავლობაში. თუ მოსწავლე მოინდომებს კურსის ინდივიდუალურად გავლას (ანუ მხოლოდ ერთი მოსწავლე რომ იყოს), კურსის ფასი არის 900 ლარი. ამ შემთხვევაშიც, გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილადაც, თუ მოსწავლეს ასე სურს, კურსის ხანგრძლივობის - 2 თვის განმავლობაში
კურსი არ არის გაწელილი, მიმდინარეობს სწრაფად და საინტერესოდ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ დეტალები არ არის ახსნილი. კურსის დასრულების შემდგომ დაგეხმარებათ სამსახურის მოძებნაში (თუ ამ მიზეზით აპირებთ კურსის გავლას) და გაძლევთ 99%-იან გარანტიას რომ სამსახურს იპოვით კარგი ანაზღაურებით, თუ მივყვებით მასალას. ასევე გაჩვენებთ არაერთ საინტერესო და სასარგებლო საიტსა თუ მასალებს რაც დაგეხმარებათ დიზაინში გაიმარტივოთ საქმიანობა და უფრო პროდუქტიული გახდეთ. შევქმნით საუკეთესო CV-ს და პორტფოლიოს რომელთა გაგზავნის შემდეგაც დამსაქმებელთა უდიდესი პროცენტი შეგეხმიანებათ.
კონკუტენტი კურსებისგან განსხვავებით, გთავაზობთ უფასო დახმარებას კურსის დასრულების შემდგომ დიზაინში თუ დაგჭირდათ, ასევე სურვილის შემთხვევაში გაგაწევრიანებთ დახურულ Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე სადაც არიან კურსდამთავრებულები ან ის ადამიანები ვინც ამჟამად გადიან კურსს; Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე შეძლებთ დასვათ კითხვები ან გაგვიზიაროთ თქვენი ნამუშევრები. ეს მხოლოდ მცირე სიაა, თუ რატომ ჯობს კურსი სხვა კურსებს. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა კურსებთან შედარების გრაფიკიც. გაიარეთ უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი და თავად ნახავთ რა დონის ნამუშებრების შექმნას შეძლებთ თქვენით თუ კურსს გაივლით (იხილეთ მომდევნო კითხვა უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე)
თუ დაინტერესდით კურსით მაგრამ დარწმუნებული არ ხართ გსურთ თუ არა კურსის გავლა, გთავაზობთ გაიაროთ უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი. ამ გაკვეთილის განმავლობაში გაჩვენებთ თუ კონკრეტულად რა დონის ნამუშევრების გაკეთებას შეძლებთ, რატომ არის არჩეული კონკრეტულად ესა თუ ის პროგრამები და ლექტორისგან მიიღებთ სხვა დამატებით ინფორმაციებს სურვილის შემთხვევაში. უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებათ დაგვიკავშირდით საიტის ქვემოთ მოცემულ ნომერზე ან შეავსეთ ფორმა და ლექტორი თავად დაგიკავშირდებათ დეტალებზე