გრაფიკული დიზაინის
თეორიული პრინციპები

გრაფიკული დიზაინის თეორიული პრინციპები

იცოდით რომ მხოლოდ გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა სულად არ ნიშნავს იმას რომ გრაფიკული დიზაინერი ხართ? პროგრამები რეალურად მხოლოდ ხელსაწყოებია, რასაც იყენებთ რომ შექმნათ დიზაინი; კარგი დიზაინის შესაქმნელად კი საჭიროა კარგად გვესმოდეს გრაფიკული დიზაინის თეორიული პრინციპები, მაგალითად, ბალანსი, ნაკადი, განლაგება, თეთრი სივრცე, განმეორება, დაჯგუფება და სხვა.

ამ კურსს თუ გაივლით, განვიხილავთ საინტერესო დიზაინებს და რეალურ მაგალითებზე შეხედავთ გრაფიკული დიზაინის პრინციპების გამოყენების შემთხვევებს. ნახავთ რეალურ მაგალითებზე, რას ნიშნავს კარგი დიზაინი და რას ნიშნავს გრაფიკული დიზაინის წესების დარღვევა და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წესების დაცვას რომ ესთეტიურად დახვეწილი დიზაინი მივიღოთ

გახსოვდეთ, რომ პროგრამები (ამ შემთხვევაში Photoshop და Illustrator-ი) მხოლოდ ხელსაწყოებია, რითიც დიზაინს აკეთებთ; ანუ ერთიდაიგივე პოსტერის გაკეთება შეიძლება შეძლოთ სხვადასხვა დიზაინის პროგრამით მაგალითად Illustrator-ითაც და CorelDRAW-ითაც, მაგრამ დიზაინის მოფიქრება, სწორი კომპოზიცია, ფერების და ფონტების შერჩევა და სხვა სულ სხვა ამბავია და ჭირდება გრაფიკული დიზაინის პრინციპების ცოდნა

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე