ფრილანსერად მუშაობა ჯობია
თუ ლოკალურად?

ფრილანსერად მუშაობა ჯობია თუ ლოკალურად

ლოკალურად მუშაობა, ძირითადად ყველას გვესმის რაც არის - საცხოვრებელ ქალაქში მუშაობა ჩვენი პროფესიით, ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს გრაფიკულ დიზაინზე.

ხოლო რაც შეეხება ფრილასერობას, ეს ძირითადად გულისხმობს დისტანციურად მუშაობას სხვადასხვა კლიენტთან მსოფლიოს მასშტაბით.

ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, ლოკალურად მუშაობასაც და ფრილანსერად მუშაობასაც. ამ სტატიაში განვიხილავთ თითოეული მათგანის მინუსებს და პლიუსებს. დავიწყოთ ლოკალურად მუშაობით.

ლოკალურად მუშაობის უპირატესობა ის არის, რომ გიწევს ყოველდღიურად სამსახურში სიარული, თანამშრომლებთან ურთიერთობა, რასაც თან ახლავს საინტერესო ღონისძიებები დროთა განმავლობაში, ახალი ნაცნობების და მეგობრების გაჩენა და სხვა. აგრეთვე, ხშირ შემთხვევაში კომპანიაში მუშაობის ბენეფიტი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტია თანამშრომლებისთვის.
რაც შეეხება მინუსებს, ერთ-ერთი არის რუტინა; სამსახურების უმეტესობაში გიწევთ მუშაობა სრულ გრაფიკზე, რაც გულისხმობს დღეში 8 საათიან გრაფიკს, ძირითად შემთხვევაში კვირაში ხუთი დღე, იშვიათ შემთხვევაში კვირაში 6 დღეც კი (გააჩნია კომპანიის მოთხოვნებს). მეორე მინუსი არის გზაში დახარჯული დრო; თქვენი საცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ისე მოხდეს რომ კომპანიის ოფისი სადაც მუშაობთ იყოს საკმაოდ მოშორებით; ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კომპანიის ოფისში გიწევთ მუშაობა გზაში მაინც დრო გჭირდებათ ახლოსაც რომ იყოს მაინც, თუ რათქმაუნდა დისტანციურად არ მუშაობთ კომპანიაში. კიდევ ერთი მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ არ გიყვარდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა და გიწევდეთ სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობა; შეიძლება ხასიათით ინტროვერტი იყოთ და გღლიდეთ სხვა ადამიანებთან ყოვედღიური ურთიერთობა.

ახლა განვიხილოთ ფრილანსერად მუშაობის უპირატესობები. პირველ რიგში, ამ შემთხვევაში კარგი ის არის რომ თქვენ თავად ირჩევთ ვისთან იმუშაოთ, რა დროით და როდის; ანუ ფიქსირებული გრაფიკი არ გაქვთ როგორც ეს ლოკალურად კომპანიაში მუშაობის შემთხვევაში არის ხოლმე. მეორე უპირატესობა ის არის, რომ ამ შემთხვევაში ხშირად უფრო მაღალი არის ხოლმე ანაზღაურება და შეიძლება ორი სახის იყოს ანაზღაურება - საათობრივი ან პროექტის მიხედვით.
უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, ის არის რომ მუდმივად სახლიდან ან საკუთარი ოფისიდან გიწევთ მუშაობა, რაც ნიშნავს ნაკლებ სოციალიზაციას; ზოგს ასეც ურჩევნია, ზოგს კი არა, ეს ინდივიდუალურია. მეორე უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს არასტაბილურობა; მაგალითად, შეიძლება გარკვეული თვეები იყოს დაკვეთები და კარგად გამოიმუშავებდეთ თუმცა სხვა თვეებში ბევრად ნაკლები დაკვეთა იყოს.

ამ სტატიაში შევეხეთ ორივე სისტემით მუშაობის მინუსებს და პლიუსებს; თეორიულად შესაძლებელია ორივე მხრივ ვიმუშაოთ, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ ძნელია ყოველდღიური 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემდეგ დამატებით ავიღოთ შეკვეთები, თუმცა არიან ადამიანები ვინც ორივე სისტემით მუშაობს და შესაბამისად მეტს გამოიმუშავებენ.

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე