ფრილანსინგის შესახებ

ფრილანსინგის შესახებ

ფრილანსინგი ძირითადად გულისხმობს სხვადასხვა დამკვეთთან დისტანციურად მუშაობას, ფასზე და პირობებზე შეთანხმების საფუძველზე. ფრილანსინგისთვის დღეს დღეობით არსებობს არაერთი დახვეწილი პლატფორმა რისი საშუალებითაც შეგიძლიათ აიღოთ შეკვეთები. ეს პლატფორმები აკავშირებს დამკვეთებს და შემსრულებლებს, ანუ ამ შემთხვევაში დიზაინერებს და იცავს ორივე მხარის უფლებებსაც.

არსებობს არაერთი ფრილანს პლატფორმა (საიტი) სადაც შესაძლებელია შეკვეთების აღება, ამ პლატფორმებს აქვთ ძირითადად ერთნაირი მუშაობის პრინციპი: ადამიანი ვისაც სურს რაიმე დიზაინის შესრულება, დებს განცხადებას, ასევე უთითებს ფასს, რამდენის გადახდას აპირებს. შემდეგ, დიზაინერები ვისაც აწყობთ ამ ფასად ამ სამუშაოს შესრულება, სთავაზობენ თავიანთ სერვისს; თუ დამკვეთს მოეწონება რომელიმე დიზაინერის ნამუშევრები ანუ პორტფოლიო, დაიქირავებს მას და სამუშაოც შესრულდება დათქმულ ვადებში დიზაინერის მიერ. ანაზღაურებას რაც შეეხება დამკვეთი გადაუხდის ამ პლატფორმის მეშვეობით. პლატფორმა თავის საკომისიოს იღებს იმისათვის რომ არის შუამავალი.

ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რაში მჭირდება პლატფორმა, მას ხომ საკომისიო აქვს და ასევე კონკურენციაც არის, ანუ სხვა დიზაინერებიც არიან და შეიძლება ისინი შეარჩიოს დამკვეთმა და არა მეო; პასუხი შემდეგნაირად ჟღერს - დიახ, ეს მინუსები აქვს პლატფორმას, და გარკვეულ შემთხვევებში ჯობს პირდაპირ კლიენტთან გქონდეთ კონტაქტი სამუშაოს შესრულებისას, მაგრამ პირდაპირ კლიენტის მოძიებაც საკმაოდ რთული საკითხია და ასევე მეორე პრობლემა აქ არის დაცულობა - ანუ ეს პლატფორმები აკონტროლებენ რომ კლიენტმა კეთილსინდისიერად გადაგიხადოთ შესრულებული სამუშაოსთვის და არ მოხდეს თქვენი გაცურება ანუ შესრულებულ სამუშაოში თანხა რომ არ გადაგიხადოთ დამკვეთმა, ან რაიმე სხვა დარღვევა დამკვეთის მხრიდან; პლატფორმა ასევე ეხმარება დამკვეთსაც, რომ გააკონტროლოს თქვენი შესრულებული სამუშაო პროცესი ან მიიღოს სასურველი შედეგი მაგალითად.

დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსინგს, რადგან ამას ბევრი უპირატესობა აქვს ტრადიციულ სამუშაო სისტემასთან მიმართებაში, მაგალითად, ფრილანსერად მუშაობისას არ გაქვთ ფიქსირებული გრაფიკი - შეგიძლიათ იმუშაოთ იმდენ ხანს და მაშინ როცა მოისურვებთ, თუმცა, ბუნებრივია ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ აქ თქვენ ათანხმებთ ფასებს დამკვეთთან და არ მუშაობთ ფიქსირებულ ანაზღაურებაზე როგორც ძირითადად ხდება ხოლმე კომპანიაში მუშაობის დროს სადაც გყავთ უფროსი და ა.შ. მეორე მიზეზი, იმისა თუ რატომ ირჩევენ ფრილანსინგს უფრო და უფრო მეტად არის ანაზღაურება; როგორც ავღნიშნეთ, ფრილანსერად მუშაობისას თქვენ გიწევთ მუშაობა სხვადასხვა უცხოელ დამკვეთებთან ძირითადად განვითარებული ქვეყნებიდან სადაც ანაზღაურება მაღალია და ასევე უმეტეს წილად დოლარშია, შესაბამისად მაგალითად საქართველოს ბაზარზე არსებულ ხელფასებთან შედარებით ასე ხშირად უფრო მეტი ანაზღაურება გამოსდის დიზაინერს.

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე