გრაფიკული
დიზაინის კურსი
შეისწავლეთ გრაფიკულ დიზაინი კერძო გაკვეთილებით - კურსის გავლის შემთხვევაში შეძლებთ შექმნათ პროფესიონალური გრაფიკული კონტენტი პირადი საჭიროებისთვის, იმუშაოთ ამ მიმართულებით ლოკალურად, ან იმუშაოთ ფრილანსერად. კურსის გავლა შესაძლებელია ადგილზე ან დისტანციურად

ვექტორული გრაფიკა
კურსში განხილულია Illustrator-ი, ყველაზე ცნობილი ვექტორული გრაფიკის პროგრამა
რასტერული გრაფიკა
რასტერულ გრაფიკაზე სამუშაოდ განხილული იქნება პროგრამა Photoshop-ი
დიზაინის საფუძვლები
დიზაინის ცნებები, საფუძვლები, ფერთა თეორია და სხვა თეორიული ინფორმაციები
დასაქმება ამ სფეროში
სამსახურის მოძიების საკითხები როგორც ლოკალურად, ასევე ფრილანსერად დასაქმება
კურსის ღირებულება
გაკვეთილების რაოდენობა
კურსის ხანგრძლივობა
ნებისმიერი კონტენტის შექმნა, ფოტოების დამუშავება და სხვა
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ 0-დან შექმნათ ნებისმიერი კონტენტი, როგორიცაა ლოგო, ფლაერი, ილუსტრაცია ან სხვა. თქვენ ასევე შეძლებთ ფოტოების დამუშავებას, მაგალითად სახის კორექციას, არასასურველი ობიექტების სურათიდან მოშორებას, ფერთა კორექციას და სხვა. რამდენიმე მაგალითი მოცემულია სურათებზე
კურსის უპირატესობებირით გამოირჩევა ეს კერძო კურსი?
გაინტერესებთ კონკრეტულად რა უპირატესობები აქვს ამ გრაფიკული დიზაინის კერძო კურსს? გრაფიკზე მოცემულია არაერთი კრიტერიუმი, სადაც არის გამოკვეთილი კურსის უპირატესობები. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილს, სადაც პირადად გაესაუბრებით ლექტორს და გაიგებთ კურსის სხვა არაერთი უპირატესობის შესახებაც. უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით ლექტორს ქვემოთ მოცემულ ნომერზე ან შეავსეთ ფორმა და ლექტორი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ ფორმის შევსებიდან 48 საათის (2 დღის) განმავლობაში
კურსის სილაბუსი
ზოგადი ცნებები
• რა არის და სად გამოიყენება გრაფიკული დიზაინი
• ვექტორული და რასტერული გრაფიკა
• გრაფიკული დიზაინის პროგრამების შედარება
• გრაფიკული ფაილის ფორმატები
• CMYK და RGB ფერები
Adobe Photoshop
• Photoshop-ის პარამეტრები
• Photoshop-ის ინტერფეისი
• სურათების მოძიება და გამოყენება
• სურათების გახსნა, გარჩევადობის ცვლილება
• ფენები
• სურათის მოჭრა
• მონიშვნის ხელსაწყოები
• სურათის კორექციის ხელსაწყოები
• დამხმარე ხაზების გამოყენება
• კლონირება
• მასკის გამოყენება
• ფერების ცვლილება, კონტრასტები და სხვა
• ფონტები, მათი მოძიება და გამოყენება
• ფაილების სწორი ფორმატით ექსპორტი
Adobe Illustrator
• Illustrator-ის პარამეტრები
• Illustrator-ის ინტერფეისი
• ფაილის შექმნა, შენახვა, ზომები
• მარტივი გეომეტრიული ფიგურების შექმნა
• ფორმების მოჭრა და გაერთიანება
• ობიექტების ზომები, მოდიფიცირება
• Pen ხელსაწყო
• ბადის გამოყენება
• მასკის გამოყენება
• ფენები და სამუშაო დაფები
• ფერები, გარდამავალი ფერები
• რასტერული გრაფიკის ვექტორში გადაყვანა
• პატერნები
• ფაილების სწორი ფორმატით ექსპორტი
დასაქმება, პორტფოლიო და სხვა თემები
• როგორ დავსაქმდეთ გრაფიკულ დიზაინერად
• რამდენია ანაზღაურებები ამ სფეროში
• ფრილანსინგის საიტები და სასარგებლო ინფორმაციები
• შაბლონების მოძიება და გამოყენება
• პროფესიონალური CV-ს შექმნა
• პორტფოლიოს შექმნა და განთავსება
• რჩევები ვაკანსიაზე გასაუბრებებზე
• შემდეგი ნაბიჯები კომპიუტერულ გრაფიკაში
როგორ დავრეგისტრირდეთ კურსზე?
თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ დაესწროთ უფასო სადემონსტაციო გაკვეთილს, ან გაესაუბროთ ლექტორს, რომელიც მოგაწვდით ყველა ინფორმაციას კურსზე. კურსის დაწყების თარიღი და გაკვეთილების განრიგის შედგენა მოხდება მოსწავლესთან შეთანხმებით. თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად ან მთლიანად
დაკავშირება
დაუკავშირდით ლექტორს ნომერზე 599 939637 (ლუკა), ან შეავსეთ ფორმა და ლექტორი თავად დაგიკავშირდებათ დეტალებზე 48 საათის (2 დღის) განმავლობაში
შეთანხმება
შეგიძლიათ დაესწროთ უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილს; თუ გადაწყვეტთ კურსის გავლას, შეგითანხმდებით თქვენთვის მოსახერხებელ გრაფიკზე, აირჩევთ ადგილზე ან დისტანციურ სწავლებას
კურსის დაწყება
კურსს დავიწყებთ შეთანხმებულ დროს, ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად

კურსის ლექტორი
კურსის ლექტორი არის ლუკა პატარაია. ლუკას უმუშავია არაერთ მსხვილ, პრესტიჟულ კომპანიაში, მათ შორის, ეროვნულ ბანკში, ინსტაში და სხვა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიზაინის სფეროში, ასევე შეუძლია დაგეხმაროთ სამსახურის მოძიებაზეც რადგან ამ მიმართულებითაც აქვს დიდი გამოცდილება - ყოფილა ძალიან ბევრ გასაუბრებაზე და იცის თუ რა მუშაობს იმისათვის რომ გაიმარჯვოთ კონკურენციაში და პოტენციურმა დამსაქმებლებმა სწორედ თქვენ შეგარჩიონ. კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ შეიძენთ ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს უნარებსაც - რაც მნიშვნელოვანია ყველასათვის, რომ ნებისმიერ დროს შეძლოთ სამსახურის მოძებნა თქვენს სფეროში.
ხშირად
დასმული კითხვები
კურსის განმავლობაში შევისწავლით ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად პროგრამებს დიზაინის სფეროში: Adobe Illustrator-სა და Adobe Photoshop-ს. ასევე, შევისწავლით ზოგადად დიზაინის საფუძვლებს, ფერთა თეორიას და მრავალ საინტერესო და საჭირო ცნებას და სხვადასხვა ნიუანსებს რაც გამოგადგებათ სამუშაო პროცესში. ასევე შევქმნით პორტფოლიოს, რაც გადამწყვეტია თქვენი კარიერისთვის
შეძლებთ შექმნათ ნებისმიერი სახის დიზაინი თქვენი საჭიროებისთვის ან შეძლებთ იმუშაოთ ნებისმიერ კომპანიაში ლოკალურად ან ფრილანსერად. კერძოდ, შეძლებთ შექმნათ ნებისმიერი სახის ლოგო, ფლაერი, ილუსტრაცია, წიგნის ყდის დიზაინი ან სხვა ნებისმიერი სახის გრაფიკა. ლექტორს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში დასაქმების პრინციპებზე და გაგიზიარებთ არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, დაგეხმარებათ საუკეთესო CV-ს გაკეთებაში და გასწავლით თუ როგორ გააკეთოთ პროფესიონალური პორტფოლიო
გაკვეთილებს ატარებს გრაფიკული დიზაინერი, ლექტორი და მწერალი ლუკა პატარაია. ლუკას უმუშავია არაერთ პრესტიჟულ, მსხვილ კომპანიაში, როგორიც არის ეროვნული ბანკი, ინსტა, იმედი და სხვა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. გარდა ამისა, აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებაც და წლების განმავლობაში ყოლია არაერთი მოსწავლე როგორც დისტანციურად, ასევე ლოკალურად
თუ ადგილზე გადაწყვეტთ კურსის გავლას, უშუალოდ ლექტორთან, გაკვეთილები ტარდება გრიბოედოვის ქუჩა N18-ში (სამხატვრო აკადემიის გვერდით) არსებულ მყუდრო და კომფორტულ გარემოში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კურსი დისტანციურადაც გაიაროთ (თუ მაგალითად საზღვარგარეთ ხართ, შორს ცხოვრობთ ან უბრალოდ გინდათ გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება). დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში ლექტორი დაგიკავშირდებათ პროგრამით Google Meet ან Skype და მოხდება ლექტორის კომპიუტერის ეკრანის გაზიარება; ამ მეთოდით შეძლებთ კურსის გავლას
1 გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი. გრაფიკი შეთანხმებადია იმისდა მიხედვით თუ როდის გეცლებათ და აირჩევთ კურსის გავლას. ძირითადად კვირაში ორჯერ ან სამჯერ ირჩევენ. თუმცა შეიძლება უფრო ნაკლები სიხშირითაც, მოსწავლის სურვილიდან გამომდინარე. გაკვეთილების ჩატარების დროც შეთანხმებადია, დღის 2 საათის შემდეგ საღამოს 9 საათამდე არის შესაძლებელი არჩევა
კურსი შედგება 15 გაკვეთილისგან და მისი ფასი ერთი მოსწავლისთვის 3 კაციან ჯგუფში არის 600 ლარი. გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად, კურსის ხანგრძლივობის - 2 თვის განმავლობაში. თუ მოსწავლე მოინდომებს კურსის ინდივიდუალურად გავლას (ანუ მხოლოდ ერთი მოსწავლე რომ იყოს), კურსის ფასი არის 1200 ლარი. ამ შემთხვევაშიც, გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილადაც, თუ მოსწავლეს ასე სურს, კურსის ხანგრძლივობის - 2 თვის განმავლობაში
კურსი არ არის გაწელილი, მიმდინარეობს სწრაფად და საინტერესოდ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ დეტალები არ არის ახსნილი. კურსის დასრულების შემდგომ დაგეხმარებათ სამსახურის მოძებნაში (თუ ამ მიზეზით აპირებთ კურსის გავლას) და გაძლევთ 99%-იან გარანტიას რომ სამსახურს იპოვით კარგი ანაზღაურებით, თუ მივყვებით მასალას. ასევე გაჩვენებთ არაერთ საინტერესო და სასარგებლო საიტსა თუ მასალებს რაც დაგეხმარებათ დიზაინში გაიმარტივოთ საქმიანობა და უფრო პროდუქტიული გახდეთ. შევქმნით საუკეთესო CV-ს და პორტფოლიოს რომელთა გაგზავნის შემდეგაც დამსაქმებელთა უდიდესი პროცენტი შეგეხმიანებათ.
კონკუტენტი კურსებისგან განსხვავებით, გთავაზობთ უფასო დახმარებას კურსის დასრულების შემდგომ დიზაინში თუ დაგჭირდათ, ასევე სურვილის შემთხვევაში გაგაწევრიანებთ დახურულ Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე სადაც არიან კურსდამთავრებულები ან ის ადამიანები ვინც ამჟამად გადიან კურსს; Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე შეძლებთ დასვათ კითხვები ან გაგვიზიაროთ თქვენი ნამუშევრები. ეს მხოლოდ მცირე სიაა, თუ რატომ ჯობს კურსი სხვა კურსებს. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა კურსებთან შედარების გრაფიკიც. გაიარეთ უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი და თავად ნახავთ რა დონის ნამუშებრების შექმნას შეძლებთ თქვენით თუ კურსს გაივლით (იხილეთ მომდევნო კითხვა უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე)
თუ დაინტერესდით კურსით მაგრამ დარწმუნებული არ ხართ გსურთ თუ არა კურსის გავლა, გთავაზობთ გაიაროთ უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი. ამ გაკვეთილის განმავლობაში გაჩვენებთ თუ კონკრეტულად რა დონის ნამუშევრების გაკეთებას შეძლებთ, რატომ არის არჩეული კონკრეტულად ესა თუ ის პროგრამები და ლექტორისგან მიიღებთ სხვა დამატებით ინფორმაციებს სურვილის შემთხვევაში
რას გაძლევთ კურსი?
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
იმუშაოთ დიზაინერად
შეძლებთ იპოვოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური ნებისმიერ კომპანიაში
იმუშაოთ ფრილანსერად
შეძლებთ აიღოთ პროექტები და იმუშაოთ დისტანციურად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კლიენტებთან
შექმნათ ნებისმიერი დიზაინი
თქვენ შეძლებთ შექმნათ ნებისმიერი დიზაინი პირადი საჭიროებისთვის, მაგალითად ლოგო, ფლაერი ან სხვა
მოემზადოთ ახალი პროფესიისთვის
თუ გადაწყვეტთ სხვა მსგავსი პროფესიის შესწავლას, მაგალითად კომპიუტერული ანიმაცია, ეს უნარები გამოგადგებათ

მოსწავლეების დახურულ ჯგუფებში წევრობა
ნებისმიერ მოსწავლეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია გაწევრიანდეს მოსწავლეების დახურულ Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე, სადაც შეძლებთ დასვათ კითხვები ან გააზიაროთ თქვენი ნამუშევრები. ლექტორი კურსის დასრულების შემდეგაც დაგეხმარებათ თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ დიზაინის სფეროში, ან, მაგალითად დასაქმების მიმართულებით
კონტაქტი
უფასო სადემონტრაციო გაკვეთილზე ან კურსზე ჩასაწერად, დაუკავშირდით ლექტორს მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან შეავსეთ ფორმა და ლექტორი თავად დაგიკავშირდებათ 48 საათის (2 დღის) განმავლობაში
ხშირად დასმული კითხვები