წესები და პირობები

ფასები

სრული კურსის ფასი 1 მოსწავლის შემთხვევაში არის 400 ლარი. 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში (თუ ერთდროულად ესწრებიან გაკვეთილებს) არის 300 ლარი ერთ მოსწავლეზე. სრული კურსის გარდა (სადაც შედის 16 გაკვეთილი), მოსწავლეს შეუძლია აიღოს დამატებითი გაკვეთილები, მაგალითად იმისთვის რომ გაიაროს მეტი პრაქტიკა და გააკეთოს დამატებითი გრაფიკული დიზაინის სავარჯიშოები, რათა უფრო დახვეწოს თავისი უნარები. ამ შემთხვევაში მოსწავლე იხდის ყოველი დამატებითი გაკვეთილის მიხედვით, 1 მოსწავლის შემთხვევაში ერთი გაკვეთილის ღირებულება არის 25 ლარი, 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში (თუ ერთდროულად ესწრებიან გაკვეთილებს) 1 მოსწავლის გადასახადი არის 20 ლარი


გაკვეთილების განრიგი და ტიპი

კურსი შედგება 16 გაკვეთილისგან, კონკრეტული განრიგის შედგენა ხდება ინდივიდუალურად, მოსწავლესთან ან მოსწავლეებთან, კვირაში 2 ან 3 გაკვეთილი, ყოველ დღე, კვირის გარდა, შუადღის 4 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეიძლება შეირჩეს გაკვეთილების ჩატარების დრო. მოსწავლეს შეუძლია კურსი გაიაროს დისტანციურად ან ადგილზე სიარულით. თუ დისტანციურად მოისურვებს კურსის გავლას სასურველია კომპიუტერში ქონდეს მიკროფონი გაკვეთილის განმავლობაში ლექტორთან კომუნიკაციისთვის


გადახდა

მოსწავლე კურსის გადასახადს იხდის პირველი გაკვეთილის დასრულებისას - სურვილისამებრ, კურის საფასურის ნახევარს ან კურსის სრულ საფასურს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ არჩია კურსის საფასურის ნახევარის გადახდა, კურსის საფასურის მეორე ნახევრის გადახდა მოუწევს კურსის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ. მოსწავლეს ასევე შეუძლია გადაიხადოს ყოველი გაკვეთილის ბოლოს (1 გაკვეთილის ღირებულება 1 მოსწავლის შემთხვევაში - 25 ლარი, 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, თუ ერთდროულად ესწრებიან გაკვეთილებს, 1 მოსწავლეზე 20 ლარი). თუ დისტანციურად ტარდება კურსი და მოსწავლე ვერ ახერხებს ან არ სურს გაკვეთილებზე იაროს, მოსწავლეს შეუძლია მასწავლებელს გადაუხადოს საბანკო ანგარიშით (საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის ან სფეის საბანკო ანგარიშის ნომრებით), PayPal-ით ან TransferWise-ით (თუ მაგალითად საზღვარგარეთიდან რიცხავს თანხას). იმ შემთხვევაში თუ გაკვეთილი ჩატარდა, მასწავლებელი გადახდილ თანხას არ აბრუნებს უკან არანაირი მიზეზით. თავდაპირველად, რომ დარწმუნდეთ გინდათ თუ არა კურსის გავლა, შესაძლებელია უფასო სადემონსტაციო გაკვეთილზე დასწრება, სადაც ლექტორთან გასაუბრების შედეგად გაიგებთ რა დონის ნამუშევრების შექმნას შეძლებთ კურსის გავლის შემთხვევაში, ასევე, ზოგადად რა უპირატესობები აქვს ამ კურსს სხვა კურსებთან მიმართებაში


უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი

კურსით დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილს, სადაც ლექტორთან გასაუბრების შედეგად (ონლაინ ან ადგილზე) დაინტერესებული პირი გაიგებს თუ რა უპირატესობები აქვს ამ კურსს და რა დონის ნამუშევრების შექმნას შეძლებს კურსის დასრულების შემთხვევაში. ასევე შესაძლებლობა ექნება გაიცნოს კურსის ლექტორი და დაუსვას კითხვები ინტერესისდა მიხედვით. უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილის დრო არ არის ფიქსირებული და დაახლოებით შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან 1 საათამდე. უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე ყველა უფლება აქვს ლექტორს - ის განსაზღვრავს რა დროით ჩაატაროს უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი, ასევე როდის ან სხვა დეტალებს


2 წლიანი უფასო დახმარება

როგორც საიტზე არის მოცემული, მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს კურსის გავლიდან 2 წლის ვადით უფასო დახმარებით გრაფიკული დიზაინის სფეროში. ამისათვის მას შეუძლია მოითხოვოს მოსწავლეთა კურსის დახურულ Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე გაწევრიანება, რის შემდეგაც იგი შეძლებს დაწეროს თავისი კითხვები ან გააზიაროს თავისი ნამუშევრები; ასევე შეუძლია დაწეროს ნებისმიერი რამ იმ შემთხვევაში თუ არ არღვევს ცენზურას ან არ აყენებს ვინმეს შეურაწყოფას პირდაპირი, ირიბი ან ნებისმიერი ფორმით. კურსის ლექტორი არ იძლევა 100%-იან გარანტიას რომ ყველა კითხვას უპასუხებს ან ყველაფერზე გააკეთებს კომენტარს და დაეხმარება მოსწავლეს; მაგრამ ძირითად შემთხვევაში შეიძლება იგი დაეხმაროს მოსწავლეებს და გაუზიაროს გამოცდილება, ასევე შეაფასოს მათი ნამუშევრები


ინფორმაციების სიზუსტე

კურსის საიტზე მოცემულია რამდენიმე კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითად კონკურენტ სასწავლო ცენტრებზე ან სხვა. ეს ინფორმაციები გადამოწმებულია და მოძიებულია ოფიციალური, ყველაზე სანდო წყაროებიდან. მოსწავლეებს ან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გადაამოწმონ ეს ინფორმაციები თავიანთი მეთოდებით და უზუსტობის შემთხვევაში მიმართონ კურსის ადმინისტრაციას


გარანტიები

კურსში მოცემულია რამდენიმე "დაპირება", რომ კურსის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ დაიწყოთ სამსახური "პრესტიჟულ" კომპანიაში, იმუშაოთ ფრილანსერად და სხვა. რეალურად ამის შანსები არის მაქსიმალური, მაგრამ ბუნებრივია ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ და ეს დამოკიდებულია კონკრეტული პირის უნარებზე, მონდომებაზე, ზოგჯერ გამართლებაზეც და სხვა ფაქტორებზე. მოსწავლე ეთანხმება რომ ეს "დაპირებები" არ არის 100%-იანი და ვერც იქნება რადგან ასეთია არსებული რეალობა. დაპირება იმისა რომ თქვენ გააკეთებთ ამა თუ იმ დონის გრაფიკულ ნამუშევარს არის ჭეშმარიტი, მასწავლებელი შეგასწავლით იმ ხელსაწყოებს რითაც ამის გაკეთებას შეძლებთ


საავტორო უფლება

სასწავლო კურსი (მათ შორის დომენი www.grafikulidizaini.com, ვიზუალური და ვიდეო კონტენტი, ტექსტები და ავტორის მიერ შექმნილი სხვა მასალები) წარმოადგენს ფიზიკური პირის, ლუკა პატარაიას საკუთრებას. აკრძალულია კურსის აშკარა კოპირება და მიბაძვა, ან ვიზუალური, ტექსტური, ვიდეო ან სხვა ტიპის კონტენტის სრულად ან ნაწილობრივ მეკობრეობა


ზემოთაღნიშნულ წესებს ადგენს ფიზიკური პირი ლუკა პატარაია (grafikulidizaini.com-ის ლექტორი და მფლობელი) და მათი შეცვლა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს მის მიერ. მოსწავლეც და მასწავლებელიც უნდა დაეთანხმოს წესებს სერვისით სარგებლობის შემთხვევაში