რამდენია ანაზღაურება
ამ სფეროში

რამდენია ანაზღაურება გრაფიკული დიზაინის სფეროში

ხშირად ისმის კითხვა დამწყებებისგან - რამდენია ანაზღაურება ამ სფეროში? ეს სრულიად ლოგიკური კითხვაა. ამ სტატიაში ვრცლად გავცემთ ამ კითხვას პასუხს, რადგან მოკლედ გაცემული პასუხი არ იქნება ამომწურავი, გამომდიმარე იქიდან რომ არსებობს სხვადასხვა მუშაობის სტრუქტურა და ამ სფეროში შესაძლებელია თანხის გამომუშავება სხვადასხვა გზებით. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი და დაახლოებითი მოსალოდნელი ანაზღაურება თითოეულის შემთხვევაში

პირველი გზაა ლოკალურად, კომპანიაში მუშაობა. ეს სამუშაოს ტიპი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, თუ არა ყველაზე გავრცელებული. ამ შემთხვევაში თქვენ მუშაობთ სტანდარტული გრაფიკით რომელიმე, ძირითადად თქვენს ქალაქში არსებულ კომპანიაში. სტანდარტული გრაფიკი ძირითადად გულისხმობს დღეში 8 საათიან სამუშაო გრაფიკს კვირაში 5 დღე, თუმცა გააჩნია ქვეყანასაც ზოგან სხვა გრაფიკიც გვხვდება. ანაზღაურებას რაც შეეხება ამ შემთხვევაში, ესეც დამოკიდებულია იმაზე რა ქვეყანაში ვმუშაობთ და ვიღებთ ანაზღაურებას. საქართველოს შემთხვევაში საწყის დონეზე შეგვიძლია ვიმუშაოთ 1000 ლარიდან ზემოთ ანაზღაურებაზე, აქაც გააჩნია კომპანიას, ზოგგან შესაძლოა 3000-დან 5000 ლარამდეც გქონდეთ თუმცა მაქსიმუმი საქართველოს ბაზარზე ალბათ 5000 ლარია, თუ კომპანია უცხოური არ არის და ხელფასს დოლარში არ იხდის, მაგალითად; თუ თქვენ საზღვარგარეთ მუშაობთ ან დისტანციურად მუშაობთ უცხოურ კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ანაზღაურება შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალიც რადგან მოგეხსენებათ ქართულ კომპანიებში ანაზღაურება ხშირად რამდენიმეჯერ დაბალი არის ხოლმე უცხოურ კომპანიებთან შედარებით, თუმცა აქაც გააჩნია რაღათქმაუნდა, რა კომპანიაზეა საუბარი და სხვა.

მეორე გზაა ფრილანსერად მუშაობა, რაც გულისხმობს დისტანციურად, სხვადასხვა კლიენტთან მუშაობას (ძირითადად უცხოელ კლიენტებთან განვითარებული ქვეყნებიდან). ამ შემთხვევაში ძნელია ითქვას რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი, რადგან ეს დამოკიდებულია თქვენს რეიტინგზე, მოთხოვნის რაოდენობაზე, იმაზე თუ რა პლატფორმაზე მუშაობთ, რა ნიშაში მუშაობთ და სხვა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანი გადადის ამ სისტემაზე, რადგან ფრილანსინგს აქვს არაერთი უპირატესობა - მუშაობ ვისთანაც გინდა, მუშაობ შენი გრაფიკით, როცა მოისურვებ შეგიძლია მაშინ აიღო "შვებულება", აწესებ საკუთარ ფასს შენს სერვისზე და სხვა. ბევრი უკვე ფრილანსინგით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე რომელიმე კომპანიაში სტანდარტული გრაფიკით მუშაობისას და ალბათ სწორედ ამიტომ ინაცვლებენ ამ სფეროში უფრო. ანაზღაურებებს რაც შეეხება, მაინც რომ ვთქვათ, მიახლოებით, შეიძლება იყოს თვეში 300$-დან 10000$-მდე და უფრო მეტიც, რადგან როგორც ვახსენეთ აქ თქვენზეა დამოკიდებული რამდენ პროექტს აიღებთ და შეასრულებთ ვადებში, ასევე მნიშვნელოვანია რათქმაუნდა ისიც თუ რა სფეროში ხართ და რამდენად არის მოთხოვნა იმაზე თქვენ რაზეც მუშაობთ

დანარჩენი საინტერესო გზები ამ სფეროში თანხის გამომუშავების გახლავთ გრაფიკული შაბლონების გაყიდვა ან თქვენი დიზაინებით შექმნილი ტანსაცმლის ან სხვა პროდუქციის გაყიდვა. ამაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატია "რის გაკეთებას შეძლებთ დამატებით?" ამ საიტზე. აქ უკვე სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს შემოსავალი, რადგან ეს სრულიად დამოკიდებულია გაყიდვებზე, ბუნებრივია. შეიძლება თვეში 50$ გამოიმუშაოთ ან შეიძლება 50000$ ან მეტიც კი, ეს სრულიად დამოკიდებულია თქვენზე, პროდუქტზე, მოთხოვნაზე და სხვა. ეს მიმართულება ძალიან საინტერესოა რადგან შესაძლებლობები უსაზღვროა აქ, ფაქტიურად.

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე