რამდენად საჭიროა დიპლომი
სამსახურის მოძიებისას

რამდენად საჭიროა დიპლომი სამსახურის მოძიებისას

ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე, რამდენად შეძლებენ დასაქმებას როცა ამ მიმართულებით უნივერსიტეტის დიპლომი არ აქვთ და აპირებენ მხოლოდ კურსის გავლას. მნიშვნელოვანი კითხვაა, და ამ კითხვას გავცემთ ამ სტატიაში ამომწურავ პასუხს, მოვიყვანთ რეალურ მაგალითებს აზრის გასამყარებლად.

მოკლედ რომ ვთქვათ, დიპლომს დღესდღეობით არანაირი აზრი და ღირებულება არ აქვს, მითუმეტეს ამ სფეროში; ძველი სტერეოტიპებია რომ თუ დიპლომი არ აქვს ადამიანს ვერ დაიწყებს სამსახურს; ასე არ ხდება დღეს, დღეს თქვენს სამსახურში აყვანის საკითხს წყვეტს თქვენი ცოდნა, შესაძლებლობები და გამოცდილება. წარმოიდგინეთ რომ გაქვთ დიპლომი, დაამთავრეთ უნივერსიტეტი, მაგრამ როგორც დიზაინერი, ვერ ქმნით ისეთ დიზაინებს რომლებიც არის დამაინტერესებელი პოტენციური კლიენტისთვის ან კომპანიისთვის; ბუნებრივია, ამ შემთხვევაში თქვენს დიპლომს სრულიად არ აქვს ღირებულება - თქვენი სამსახურში აყვანით არ დაინტერესდებიან კომპანიები, რადგან მათთვის მთავარი შედეგის მიღწევაა - რისთვისაც საჭიროა გქონდეთ ხარისხიანი დიზაინების შექმნის უნარი

მთავარი გრაფიკული დიზაინერისთვის არის კარგი პორტფოლიოს ქონდა; პორტფოლიო გულისხმობს თქვენი ნამუშევრების ერთობლიობას, არის სპეციალური საიტები და პლატფორმები სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი პორტფოლიო და დამსაქმებელს გაუგზავნოთ ვაკანსიაზე. ამ საკითხებს, მათ შორის, პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნის საკითხს, გავლივლით დეტალურად ამ კურსში. კურსის დასრულების შემდეგ კი შეძლებთ დასაქმებას როგორც ლოკალურად, ასევე ფრილანსერად; დამატებით, შეძლებთ შექმნათ საკუთარი დიზაინით დამზადებული პროდუქტები და დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, და ეს ყველაფერი არაა, შეძლებთ საკუთარი შაბლონების გაყიდვასაც და ამით შემოსავლის მიღებას - ეს და სხვა შემოსავლის მიღების მეთოდები არის განხილული ამ კურსში, დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია დაინტერესების შემთხვევაში; გახსოვდეთ რომ დიპლომს სრულიად არ აქვს მნიშვნელობა დასაქმებისას და ზემოთხსენებული საკითხები განსაზღვრავს თქვენი დასაქმების საკითხს

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე