კომპიუტერული პროგრამების უპირატესობები ტრადიციულ მეთოდებთან

კომპიუტერული პროგრამების უპირატესობები ტრადიციულ მეთოდებთან

ტრადიციული მეთოდები, მაგალითად მხატვრისთვის, არის ბუნებრივია ფუნჯი და ტილო; მაგრამ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია შემოვიდა ახალი ხელსაწყოები და იგივე პრინციპია გრაფიკულ დიზაინშიც; დღესღეობით სრული გრაფიკული დიზაინის სამუშაო კომპიუტერული პროგრამების საშუალებით კეთდება, მათ შორის, ჩანახატების გაკეთებაც კი ხშირ შემთხვევაში

კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოსვლა გრაფიკულ დიზაინში და თუნდაც ზოგადად ხელოვნების სფეროში, არ არის ცუდი და პირიქით, გვეხმარება უფრო მოკლე დროში მივიღოთ უკეთესი შედეგები, ვიდრე ამას გავაკეთებდით ტრადიციული მეთოდებით. რეალური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ავიღოთ ციფრული ხატვის პროგრამები - ამ კომპიუტერული პროგრამების საშუალებით შეგვიძლია პირდაპირ კომპიუტერში დავხატოთ ელექტრონული კალმის ან სენსორული ეკრანის მეშვეობთ. ამ პროგრამებში საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ ყველანაირი სახის სახატავი, მაგალითად ფანქრები, ფუნჯები, პასტელები, აკვარელი და სხვა, ასევე აქვს უამრავი ეფექტი და სხვა საინტერესო ფუნქციები; ახლა წარმოიდგინეთ მეორე ვარიანტი, ტიპიური ხატვის პროცესი - როცა გაქვს ტილო ან ფურცელი და ხატავ მხოლოდ ერთი მეთოდით, მაგალითად აკვარელით. ამ შემთხვევაში მხოლოდ აკვარელით უწევს მხატვარს ხატვა რადგან სხვა სახის საღებავი არ ერევა და არც შეიძლება არ არის მიღებული პრაქტიკა და მოკლედ რომ ვთქვათ არ გამოდის ნახატი რომელიც დახატულია ერთდროულად აკვარელით, ზეთით და პასტელით ფიზიკურად ვერ გამოდის სხვადასხვა მიზეზების გამო. კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შემთხვევაში კი შესაძლებლობები უსაზღვროა, თანაც ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე