ინტერვიუ
კურსის მასწავლებელთან

ინტერვიუ კურსის მასწავლებელთან

ამ ინტერვიუში კურსის მასწავლებელი უპასუხებს რამდენიმე კითხვას, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო ახლოს გაიცნოთ იგი

გაგვეცანით ორიოდე სიტყვით

გამარჯობა, მე ვარ ლუკა პატარაია, 29 წლის. გრაფიკულ დიზაინში მაქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება, მიმუშავია არაერთ მსხვილ, პრესტიჟულ კომპანიაში ამ მიმართულებით; სწავლებას რაც შეეხება, ბოლო სამ წელზე მეტია რაც კერძოდ ვასწავლი. ზოგადად მიყვარს - ხატვა, სამ განზომილებიანი მაკეტების აგება, ძერწვა, მოგზაურობა და ლაშქრობები, პროგრამირება... დაინტერესებული ვარ სამ განზომილებიანი გრაფიკითაც და ვაპირებ შევისწავლო საფუძვლიანად, რაც მომცემს საშუალებას ავაგო ნებისმიერი სასურველი პერსონაჟი, ობიექტი თუ ანიმაცია

რატომ გადაწყვიტეთ კერძო კურსის გაკეთება?

დღეს ქართულ ბაზარზე არის არაერთი სასწავლო ცენტრი რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობენ გრაფიკული დიზაინის კურსს; ერთი დიდი პრობლემა ის არის აქ, რომ ასწავლიან ჯგუფებში, ანუ არის 20 ან მეტი მოსწავლე, ეს კი იწვევს არაერთ სირთულეს, მაგალითად, ამ მოსწავლეებს აქვთ სხვადასხვა დონის კომპიუტერული ცოდნა, ვისაც უფრო ნაკლებად აქვს ან შედარებით დაფიქრება ჭირდება რომ გაიგოს მასალა, ჩამორჩენა ხდება ხოლმე და კურსი მას არ ელოდება, ბუნებრივია, მიყვება თავის გრაფიკს; მეორე პრობლემა ის არის რომ უშუალო კონტაქტი, გამომდინარე მოსწავლეების რაოდენობიდან, ლექტორსა და მოსწავლეს შორის ნაკლებად არის, ასევე პრობლემაა ტექნიკური გამართულობა კომპიუტერების, მაგალითად ზოგს შეიძლება ქონდეს ძველი, სუსტი მონაცემების კომპიუტერი რაც აფერხებს სასწავლო პროცესს. მოკლედ, რომ არ გავაგრძელო კიდევ, აშკარა და ნათელია რომ კერძო კურსი ბევრად ჯობს ჯგუფურს ამ საკითხებში.

თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი; გარდა ამისა, ჩემ კურსს გააჩნია ყველა სხვა კურსებისგან გამორჩეული პლიუსები, ამ პლიუსების ნახვა დეტალურად შესაძლებელია საიტის მთავარ გვერდზე და ასევე ვლინდება სხვადასხვა პატარ-პატარა დეტალებში და საინტერესო დამატებითი მასალების განხილვაში კურსის განმავლობაში.

რამდენად მოსწონთ კურსი?

უმეტეს შემთხვევაში, კურსი ძალიან მოსწონთ ხოლმე, იმდენად რომ დასრულებაც კი არ უნდათ ხოლმე; ზოგადად მოსწავლეებთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს და მზად ვარ ყველანაირად მოვერგო მაგალითად გრაფიკზე ან ინდივიდუალური სწავლების სტილით, როგორც მათ სურთ, რომ შედეგიანი იყოს სწავლება. ბევრი მოსულა და უთქვამს ცნობილ სასწავლო ცენტრში ვსწავლობდიო და ვერაფერი გავიგეო არ იყო კარგი ახსნილიო, ასევე დისკომფორტი იყოო მოსწავლეების რაოდენობაც სადაც არეულ დარეულად იყო დონეო და ა.შ., ჩემთან მოსვლისას კი პირველივე გაკვეთილის შემდეგ გამოუხატავთ რომ ყველაფერი ძალიან ნათლად გაიგეს და კმაყოფილები იყვნენ.

ძირითადად რა ასაკის ან ზოგადად რა ტიპის ადამიანები გადიან თქვენს კურსს?

უმეტესად ამ სფეროთი დაინტერესებულები ან ისინი ვისაც უნდა პროფესია შეიცვალოს და ამ სფეროში გადავიდეს; მაგრამ ისეთებიც არიან ზოგჯერ ვისაც არ უნდა პროფესიის შეცვლა ან ამ მიმართულებით მუშაობა, უბრალოდ ჰობის სახით უნდათ დაკავდნენ გრაფიკული დიზაინით. ასაკს რაც შეეხება, საკმაოდ ფართო სპექტრია, მაგალითად მყოლია მოსწავლეები 13-14 წლის ასაკისაც და მყოლია 50 წლის ან მეტი ასაკისაც, თუმცა უფრო მეტად ალბათ ახალგაზრდები არიან 20-35 წლამდე.

რა უპირატესობები აქვს თქვენს კურსს?

გარდა პროგრამების შესწავლისა (Photoshop და Illustrator), ვეცნობით ამ სფეროში არსებულ სხვა პროგრამებსაც, ასევე ვნახულობთ არაერთ საინტერესო და საჭირო პლატფორმასა თუ მასალებს ამ სფეროდან, ვსწავლობთ შემოსავლის მიღების სხვადასხვა გზებს ამ სფეროში და სხვა, უფრო დეტალურად საიტზე არის მოცემული კურსის უპირატესობები

პოპულარული სტატიები

საკონტაქტო ინფორმაცია

კურსზე ჩასაწერად ან უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე დასასწრებად დაუკავშირდით მასწავლებელს ან შეავსეთ ფორმა

დარეგისტრირდით და მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ დეტალებზე