წესები და პირობები

ფასები

სრული კურსის ფასი 1 მოსწავლეზე არის 400 ლარი. სრული კურსის გარდა (სადაც შედის 8 გაკვეთილი), მოსწავლეს შეუძლია აიღოს დამატებითი გაკვეთილები, მაგალითად იმისთვის რომ გაიაროს მეტი პრაქტიკა და გააკეთოს დამატებითი გრაფიკული დიზაინის სავარჯიშოები, რათა უფრო დახვეწოს თავისი უნარები. ამ შემთხვევაში მოსწავლე იხდის ყოველი დამატებითი გაკვეთილის მიხედვით, ერთი გაკვეთილის ღირებულება არის 50 ლარი

გაკვეთილების რაოდენობა და ტიპი

კურსი შედგება 8 გაკვეთილისგან, კონკრეტული განრიგის შედგენა ხდება ინდივიდუალურად, მოსწავლესთან ან მოსწავლეებთან შეთანხმებით, კვირაში 1, 2 ან 3 გაკვეთილი, ყოველ დღე, კვირის გარდა, დღის 2 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეიძლება შეირჩეს გაკვეთილების ჩატარების დრო. მოსწავლეს შეუძლია კურსი გაიაროს დისტანციურად ან ადგილზე სიარულით. თუ დისტანციურად მოისურვებს კურსის გავლას სასურველია კომპიუტერში ქონდეს მიკროფონი გაკვეთილის განმავლობაში ლექტორთან კომუნიკაციისთვის

გადახდა

მოსწავლე კურსის გადასახადს იხდის პირველი გაკვეთილის დასრულებისას - სრული კურის საფასურის ნახევარს (200 ლარი) ან კურსის სრულ საფასურს (400 ლარი). იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ არჩია კურსის საფასურის ნახევარის გადახდა, კურსის საფასურის მეორე ნახევრის გადახდა მოუწევს კურსის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ. თუ დისტანციურად ტარდება კურსი და მოსწავლე ვერ ახერხებს ან არ სურს გაკვეთილებზე იაროს, მოსწავლეს შეუძლია მასწავლებელს გადაუხადოს საბანკო ანგარიშით (საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის საბანკო ანგარიშის ნომრებით), PayPal-ით ან Wise.com-ით, სადაც მოსწავლე შეძლებს ამერიკულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა). იმ შემთხვევაში თუ გაკვეთილი ჩატარდა, მასწავლებელი გადახდილ თანხას არ აბრუნებს უკან არანაირი მიზეზით, გამომდინარე გაწეული დროდან და რესურსიდან რასაც იგი დებს გაკვეთილში. თავდაპირველად, რომ დარწმუნდეთ გინდათ თუ არა კურსის გავლა, შესაძლებელია უფასო სადემონსტაციო გაკვეთილზე დასწრება, სადაც ლექტორთან გასაუბრების შედეგად გაიგებთ რა დონის ნამუშევრების შექმნას შეძლებთ კურსის გავლის შემთხვევაში, ასევე, ზოგადად რა უპირატესობები აქვს ამ კურსს სხვა კურსებთან მიმართებაში. თუ მოსწავლემ გადაიხადა თანხა წინასწარ, მაგალითად ჩატარდა ერთი გაკვეთილი და მოსწავლემ გადაიხადა კურსის ღირებულების ნახევარი, შემდეგ კი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა (იგულისხმება იმ გაკვეთილების ფასი რაც არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა იმის თანხის დაბრუნება არ ხდება უკან როგორც ზემოთ აღნიშნულია), ამ შემთხვევაში თუ არ არის ორი თვე გასული ბოლოს ჩატარებული გაკვეთილიდან დაუბრუნდება თანხა მოსწავლეს; თუ გასულია ორი თვე ან მეტი ამ შემთხვევაში თანხა მოსწავლეს არ დაუბრუნდება, რადგან ეს ლექტორისთვის იწვევს დიდ დისკომფორტს და ფინანსურ არეულობას (გაუთვალისწინებელ, არაგეგმიურ ხარჯებს). შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველი გაკვეთილის შემდეგ გადახდა რამდენიმე გაკვეთილი რომ დარწმუნდეთ ღირს თუ არა კურსის გავლა და მხოლოდ მაშინ გადაიხადოთ სრული კურსის საფასური როცა სრულად დარწმუნდებით რომ გინდათ სრული კურსის გავლა

მოსწავლეების რაოდენობა

გამომდინარე იქიდან რომ ეს არის კერძო კურსი, მოსწავლეების რაოდენობა იქნება 1-დან 3 მოსწავლემდე. ანუ მაქსიმალური რაოდენობა გაკვეთილზე იქნება 3 მოსწავლე. თუ კურსით დაინტერესებულ პირს აუცილებლად მარტო უნდა გაიაროს კურსი, შესაძლებელია ამის შეთანხმება ლექტორთან. რამდენი მოსწავლე იქნება დამოკიდებულია კურსით დაინტერესებაზე, მაგალითად, ზოგჯერ არის შემთხვევები რომ 3 მოსწავლე იკრიბება და კურსი 3 მოსწავლესთან მიმდინარეობს, მაგრამ ასევე ხშირად ისეც ხდება რომ მხოლოდ ერთი მოსწავლეა, შეიძლება ზოგჯერ 2 იყოს. კონკრეტულად ამ საკითხზე შეგიძლიათ ლექტორს გაესაუბროთ და მასთან შეათანხმოთ

უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი

კურსით დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილს, სადაც ლექტორთან გასაუბრების შედეგად (ონლაინ ან ადგილზე) დაინტერესებული პირი გაიგებს თუ რა უპირატესობები აქვს ამ კურსს და რა დონის ნამუშევრების შექმნას შეძლებს კურსის დასრულების შემთხვევაში. ასევე შესაძლებლობა ექნება გაიცნოს კურსის ლექტორი და დაუსვას კითხვები ინტერესისდა მიხედვით. უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილის დრო არ არის ფიქსირებული და დაახლოებით შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან 1 საათამდე. უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილზე ყველა უფლება აქვს ლექტორს - ის განსაზღვრავს რა დროით ჩაატაროს უფასო სადემონსტრაციო გაკვეთილი, ასევე როდის ან სხვა დეტალებს

მოსწავლეების დახურულ ჯგუფებში წევრობა

როგორც საიტზე არის მოცემული, მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს მოსწავლეების დახურულ ჯგუფებში წევრობით. ამისათვის მას შეუძლია მოითხოვოს მოსწავლეთა დახურულ Facebook ჯგუფში ან Discord სერვერზე გაწევრიანება, რის შემდეგაც იგი შეძლებს დაწეროს თავისი კითხვები ან გააზიაროს თავისი ნამუშევრები; ასევე შეუძლია დაწეროს ნებისმიერი რამ იმ შემთხვევაში თუ არ არღვევს ცენზურას ან არ აყენებს ვინმეს შეურაწყოფას პირდაპირი, ირიბი ან ნებისმიერი ფორმით. კურსის ლექტორი არ იძლევა 100%-იან გარანტიას რომ ყველა კითხვას უპასუხებს ან ყველაფერზე გააკეთებს კომენტარს და დაეხმარება მოსწავლეს; მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში იგი ეხმარება მოსწავლეებს გრაფიკული დიზაინის სფეროდან ნებისმიერ საკითხზე; ამ ჯგუფებში ლექტორი ასევე აზიარებს ხოლმე დროგამოშვებით საინტერესო ინფორმაციებსა თუ სიახლეებს დიზაინის სფეროდან

გარანტიები

კურსში მოცემულია რამდენიმე "დაპირება", რომ კურსის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ დაიწყოთ სამსახური "პრესტიჟულ" კომპანიაში, იმუშაოთ ფრილანსერად და სხვა. რეალურად ამის შანსები არის მაქსიმალური, მაგრამ ბუნებრივია ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ და ეს დამოკიდებულია კონკრეტული პირის უნარებზე, მონდომებაზე, ზოგჯერ გამართლებაზეც და სხვა ფაქტორებზე. მოსწავლე ეთანხმება რომ ეს "დაპირებები" არ არის 100%-იანი და ვერც იქნება რადგან ასეთია არსებული რეალობა. დაპირება იმისა რომ თქვენ გააკეთებთ ამა თუ იმ დონის გრაფიკულ ნამუშევარს არის რეალური, მასწავლებელი შეგასწავლით იმ ხელსაწყოებს რითაც ამის გაკეთებას შეძლებთ. დასაქმების ალბათობაც არის მაქსიმალური და ლექტორი დაგეხმარებათ ამ მიმართულებითაც, რადგან ყოფილა ძალიან ბევრ გასაუბრებაზე და უმუშავია არაერთ კომპანიაში ამ მიმართულებით

საავტორო უფლება

სასწავლო კურსი (მათ შორის დომენი www.grafikulidizaini.com, ვიზუალური და ვიდეო კონტენტი, ტექსტები და ავტორის მიერ შექმნილი სხვა მასალები) წარმოადგენს ფიზიკური პირის, ლუკა პატარაიას საკუთრებას. აკრძალულია კურსის მასალების აშკარა კოპირება და მიბაძვა, ან ვიზუალური, ტექსტური, ვიდეო ან სხვა ტიპის კონტენტის სრულად ან ნაწილობრივ მეკობრეობა

ზემოთაღნიშნულ წესებს ადგენს ფიზიკური პირი ლუკა პატარაია (grafikulidizaini.com-ის ლექტორი და დამფუძნებელი) და მათი შეცვლა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს მის მიერ. მოსწავლეც და ლექტორიც უნდა ეთანხმებოდნენ წესებს სერვისით სარგებლობის შემთხვევაში